14:11:51     08-06-2017
ექსტრემისტულმა დაჯგუფება „ბოკო ჰარამმა“ ნიგერიის ქალაქზე იერიში მიიტანა
BBC-ის ინფორმაციით, ექსტრემისტულმა დაჯგუფება „ბოკო ჰარამმა“ ნიგერიის ქალაქ მაიდუგურზე იერიში მიიტანა, ეს ტერიტორია მილიონზე მეტი ადამიანით არის დასახლებული, ჯერჯერობით უცნობია მოჰყვა თუ არა მსხვერპლი აღნიშნულ ოპერაციას, გასათვალისწინებელია, რომ ეს ბოლო წელში მათი ყველაზე მასშტაბური შეტევაა. გუბერნატორის განცხადებით, არმიამ მასთან გამკლავება შეძლო.
გავრცელებული ინფორმაციით, თავდასხმას თვითმკვლელები ახორციელებდნენ.
ეს დაჯგუფება 2002 წელს შეიქმნა , რომელიც ნიგერიის ტერიტორიაზე მოქმედებს. ისლამისტები ქვეყანაში შარიათის კანონების შემოღებას ითხოვენ . 2015 წლის აპრილში დაჯგუფებამ სახელი შეიცვალა და ახლა მას „ისლამური სახელმწიფოს დასავლეთაფრიკული პროვინცია“ ჰქვია. ეს იმის შემდეგ მოხდა, რაც დაჯგუფების მეთაურმა აბუბაქრ შექაუმ „ისლამურ სახელმწიფოს“ გამოუცხადა მხარდაჭერა.
0