10:46:02     08-06-2017
ნიუ-იორკში, მკვლელობების, ქურდობებისა და რეკეტის ბრალდებით, 15-მდე ქართველი დააკავეს
აშშ-ის იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, ნიუ-იორკში რამდენიმე ათეული ადამიანი დააკავეს, რომლებსაც რუსული კრიმინალური სინდიკატის წევრობაში ედებათ ბარლი. დაკავებულთაგან 15 ქართველია, მათ შორის ე.წ. კანონიერი ქურდებიც: რაჟდენ შულაია, ზურაბ ჯანაშვილი, ერეკლე კერესელიძე, აკაკი უბილავა, ნაზო გაფრინდაშვილი, გიორგი ლომიშვილი და მამუკა ჩაგანავა.
ქართველებს და სხვა დაკავებულებს ბრალი ედებათ ქურდობაში, რეკეტში, მკვლელობაში, ნარკოტიკებით უკანონო ვაჭრობასა და იარაღის უკანონოდ ტარებაში.
პროკურატურის განცხადებით, დაკავებულები ადგილობრივ ბიზნესმენებსაც ავიწროვებდნენ.
0