10:43:34     08-06-2017
დიდ ბრიტანეთში საპარლამენტო არჩევნები იმართება
![a67432.jpg](http://presa.ge/img/multimedia/a67432.jpg)
დღეს დიდ ბრიტანეთში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები იმართება, რომელიც მთავრობის შემადგენლობას განსაზღვრავს. ბრიტანეთის თითოეული ოლქიდან ერთ დეპუტატს აირჩევენ.ქვეყანას ეყოლება ერთპარტიული ან კოალიციური მთავრობა.
ადგილებისთვის რამდენიმე წამყვანი პარტია იბრძვის. ესენია ტერეზა მეის კონსერვატიული პარტია, ჯერემი კორბინის ლეიბორისტები, ტიმ ფარონის ლიბერალ დემოკრატები და ნიკოლა სტარჯონის შოტლანდიის პროევროპული ნაციონალური პარტია.
არჩევნებში მონაწილეობის უფლება დიდი ბრიტანეთის 18 წელს მიღწეულ რეგისტრირებულ მოქალაქეს აქვს.
იმის გამო, რომ დიდ ბრიტანეთში, მონარქია პოლიტიკაზე მაღლა დგას, დედოფალი ელისაბედ მეორე არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებს.თემთა პალატაში უმრავლესობის მოსაპოვებლად 326 მანდატია აუცილებელი.
საარჩევნო უბნები ადგილობრივი დროით 22 საათზე დაიხურება.
აღსანიშნავია, რომ ვადამდელი არჩევნების პარალელურად დიდ ბრიტანეთში ორი ტერაქტის გამოძიება მიმდინარეობს.
0