09:13:50     08-06-2017
ძლიერი მიწისძვრის შედეგად, სიღნაღში ერთ ოჯახი დაზარალდა
ძლიერი მიწისძვრის შედეგად, სიღნაღის რაიონის სოფელ მაღაროში, სადაც მიწისძვრის ეპიცენტრი იყო, ვარსიმაშვილების საცხოვრებელი სახლის კედელი გაიბზარა.
ოჯახის წევრები, რომლებიც ამ დროს სახლში იმყოფებოდნენ, არ დაშავებულან.
სტიქიის ეპიცენტრში გვიან ღამით კახეთის გუბერნატორიც ჩავიდა. ირაკლი ქადაგიშვილის თქმით, მიწისძვრას რაიონში მნიშვნელოვანი ზიანი არ გამოუწვევია.
დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, საქართველოში 5.1 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. სტიქიის ეპიცენტრი იყო ქალაქ დედოფლისწყაროს დასავლეთით 25 კმ-ში, სოფელ გამარჯვებადან 18 კმ-ში.
თავდაპირველად, გავრცელდა ინფორმაცია, რომ სტიქიის ეპიცენტრი იყო ქალაქ სიღნაღიდან სამხრეთ-დასავლეთით - 22კმ. სოფელი ქვემო ბოდბედან - 15კმ.
0