თურქეთში Amnesty International-ის ხელმძღვანელი დაკავეს თურქეთში Amnesty International-ის ხელმძღვანელი დაკავეს />


  14:04:46     07-06-2017

თურქეთში Amnesty International-ის ხელმძღვანელი დაკავეს

a67408.jpg

თურქეთში სამხედრო გადატრიალებაში მონაწილეობისთვის,  საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაციის  Amnesty International-ის ხელმძღვანელი ტანერ კილიჩი იზმირში საკუთარ სახლში დააკავეს. 

ამის შესახებ თავად აღნიშნული მედია ორგანიზაცია აცხადებს. მათივე ცნობით,ამავე ბრალდებით კიდევ 22 თანამშრომელია დაკავებული.
თურქეთის მთავრობა ფეტჰულა გიულენს და მის მხარდამჭერებს შარშან მოწყობილი სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის ორგანიზებაში ადანაშაულებენ.

„იმ მიზეზით, რომ საერთაშორისოდ აღიარებული დანაშაულის ჩადენასთან მათი კავშირების სანდო მტკიცებულებები არ არსებობს, ჩვენ მოვუწოდებთ თურქეთის ხელისუფლებას დაუყოვნებლივ გაათავისუფლონ ტანერ კილიჩი და 22 თანამშრომელი“ - ნათქვამია  Amnesty International-ის განცხადებაში.

კილიჩი Amnesty International-ის თურქეთის ოფისში 2002 წლიდან მუშაობდა, ხელმძღვანელის თანამდებობას კი 2014 წლიდან იკავებდა. გასული წლის ივლისში სამხედრო გადატრიალების მცდელობის შემდეგ, თურქეთში დაახლოებით 40 ათასი ადამიანი დააკავეს და 120 ათასზე მეტი სამსახურიდან დაითხოვეს. 

აპრილის დასასრულს, თურქეთის ხელისუფლებამ 9 000-ზე მეტი პოლიციელი ფეთჰულა გიულენის ორგანიზაციის საქმიანობის გამოძიების ფარგლებში სამსახურიდან გაათავისუფლა.

აღსანიშნავია, რომ თურქეთი გიულენთან კავშირის ბრალდებით სხვადასხვა ქვეყანაში მყოფ ადამიანებს განუწყვეტლივ ადანაშაულებს. 0

ავტორი: