13:27:31     07-06-2017
ირანში დღევანდელ თავდასხმას 7 ადამიანი ემსხვერპლა
![a67404.jpg](http://presa.ge/img/multimedia/a67404.jpg)
ირანის პარლამენტში და ხომეინის მავზოლეუმზე შეიარაღებული თავდასხმის შედეგად 7 ადამიანი დაიღუპა.
ერთ-ერთმა თავდამსხმელმა პარლამენტის შენობის დატოვება შეძლო და მიმდებარე ქუჩაზე ცეცხლი გახსნა.
პარლამენტში მყოფმა ერთ-ერთმა თავდამსხმელმა თავი აიფეთქა. გავრცელებული ინფორმაციით, თვითმკვლელი ტერორისტი ქალი იყო. ერთ-ერთი თავდამსხმელი უსაფრთხოების ძალებმა მოკლეს, მეორე კი დაჭრეს.
ირანელმა სამართალდამცველებმა მავზოლეუმის სიახლოვეს ე.წ. შაჰიდის ქამარი აღმოაჩინეს და გააუვნებელყვეს.
მომხდარზე პასუხისმგებლობა, საერთაშორისო ტერორისტულმა ორგანიზაცია „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო.
0