12:05:37     07-06-2017
როგორ გრძნობს თავს ბიჭუნა, რომელიც სირიის ომის სიმბოლოდ იქცა?
ომრან დაქშენი - ეს ბიჭი მსოფლიომ 2016 წლის 18 აგვისტოს გაიცნო. მაშინ, როდესაც გავრცელდა ვიდეო, სადაც კარგად ჩანდა მისი სახლის ნანგრევები, ის მარტო ოჯდა დასისხლიანებული. ომრანს ძმა ჰყავდა, რომელსაც მასავით „არ გაუმართლა“ და სამოქალაქო ომის დროს დაიღუპა.
BBC ავრცელებს ფოტოებს, სადაც წინა წლისგან განსხვავებით, ბიჭი ახალ სახლში ოჯახის წევრებთან ერთად არის გადაღებული, ამჯერად ომრანი სირიის მთავრობის მიერ კონტროლირებად ქალაქში ცხოვრობს. ომრანის მამის განცხადებით, მისი შვილის ისტორია პროპაგანდისტული მიზნებისთვის, სირიის ოპოზიციამ და საერთაშორისო მედიამ პრეზიდენტ ასადის წინააღმდეგ გამოიყენა.
„ისინი ომრანის სისიხლით ვაჭრობდნენ. სისხლი, რომელიც ფოტოებში ომარის სახეზეა, ბავშვის არ არის, ის ჩემია, რადგან ომრანი ავტოავარიის დროს ჩემთან ერთად იმყოფებოდა“, - ამბობს ბიჭის მამა მოჰამედ დაქნეში.
BBC იმ საავადმყოფოს ექიმს ესაუბრა, სადაც ომრანს მკურნალობდნენ. ექიმი ამბობენ, რომ ბავშვს თავის ტრავმა ჰქონდა.
0