ავტოავარიის შედეგად გარდაცვლილი სოფო ბერიძის საქმეში ბრალდებულს 6 წლით პატიმრობა მიესაჯა ავტოავარიის შედეგად გარდაცვლილი სოფო ბერიძის საქმეში ბრალდებულს 6 წლით პატიმრობა მიესაჯა />


  23:43:11     06-06-2017

ავტოავარიის შედეგად გარდაცვლილი სოფო ბერიძის საქმეში ბრალდებულს 6 წლით პატიმრობა მიესაჯა

a67378.jpg

თბილისში, რუსთაველზე მომხდარი ავარიის საქმეზე ბრალდებულს 6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა და ჩამოერთვა მართვის უფლება 3 წლის ვადით. 

გიორგი ჯაფარიძეს ბრალად ედებოდა ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევა, რამაც გამოიწვია რამდენიმე ადამიანის ჯანმრთელობის დაზიანება და ერთი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა. 

საქმის მასალების თანახმად, 2017 წლის 24 იანვარს, „მერსედესის“ მარკის ავტომობილის მძღოლმა, თანმხვედრად მიმავალი ავტომანქანის გასწრების მიზნით, გადაკვეთა ორმაგი უწყვეტი ღერძულა ხაზი და შეეჯახა ორ ავტომანქანას, შედეგად გარდაიცვალა ერთი პირი და დაშავდა რამდენიმე მგზავრი. 

სასამართლომ მოისმინა მხარეთა ახსნა-განმარტებები და სხდომებზე გამოკვლეულ მტკიცებულებათა ერთობლიობით, მათ შორის ბრალდებულის აღიარებითი ჩვენების გათვალისწინებით, დადგენილად მიიჩნია, ბრალდებულის მხრიდან ბრალად შერაცხული დანაშაულის ჩადენის ფაქტი და საქმეზე გამამტყუნებელი განაჩენი დაადგინა. 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში. 0

ავტორი: