17:25:50     06-06-2017
აშშ-მ შესაძლოა გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭო დატოვოს
![a67368.jpg](http://presa.ge/img/multimedia/a67368.jpg)
BBC-ის ინფორმაციით, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა შესაძლოა გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭო დატოვოს.
აშშ-ის ელჩი გაეროში ნიკი ჰეილი აცხადებს, რომ აშშ ყურადღებით აკვირდება მის როლს გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოში.
მისი თქმით, საბჭოში არცერთი საკითხი არ განხილულა ვენესუელაში მიმდინარე მოვლენების შესახებ.
ნიკი ჰეილი თვლის, რომ საბჭო საკმარისად არ აკრიტიკებს ირანის ქმედებებს.
0