16:29:24     06-06-2017
„მსოფლიოსთვის მთავარ საფრთხეს რუსეთი და ირანი წარმოადგენს“
![a67367.jpg](http://presa.ge/img/multimedia/a67367.jpg)
„მსოფლიოსთვის მთავარ საფრთხეს რუსეთი და ირანი წარმოადგენს“- ამის შესახებ აშშ-ის ვიცე პრეზიდენტმა, მაიკლ პენსმა ატლანტიკურ საბჭოზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, სადაც მონტენეგროს ნატო-ში გაწევრიანებისადმი მიძღვნილი შეხვედრა იმართებოდა.
მისი თქმით, რუსეთი საზღვრებს სამხედრო ძალით ცვლის, ირანი კი ახლო-აღმოსავლეთში ვითარების დესტაბილიზაციას ცდილობს, რასაც ტერორიზმიც ემატება.
„ნატომ უნდა გააგრძელოს განვითარება, ძველი და ახალი მოწინააღმდეგეების გაძლიერების გათვალისწინებით, აშშ ნატო-ს ფარგლებში აღებულ ვალდებულებებს ასრულებს“-აღნიშნა აშშ-ის ვიცე პრეზიდენტმა.
0