10:38:59     29-04-2011
არტ-ბიენალე და მონაწილეთა რეკორდული რაოდენობა
ეგვიპტე, რომლის მონაწილეობის საკითხი, ვენეციის 54-ე არტ-ბიენალეში, კითხვის ნიშნის ქვეს იდგა, თავის ეროვნულ პავილიონში მხატვარ აჰმედ ბაზიონის წარადგენს. ამის შესახებ ბიენალეს საიტი იუწყება. ბიენალე 4 ივნისს გაიხსენება და 27 ნოემბრამდე გაგრძელდება.
წლევანდელ ღონისძიებაში მონაწილეობას რეკორდული რაოდენობის ქვეყნები მიიღებენ. მათი რიცხვი 88-ს მიაღწევს. უპრეცედენტოდ ბევრი ქვეყანა იქნება წარმოდგენილი ცენტრალური და სამხრეთ ამერიკიდან და ცენტრალური აზიიდან. მრავალი წლის შემდეგ, ღონისძიებას ინდოეთიც დაუბრუნდება. ტრადიციულად, ეროვნულ პავილიონებში სხვადასხვა მხატვრების ნამუშევრები გამოიფინება.
ცნობილია, რომ ვენეციის ბიენალე 116 წლის წინ შეიქმნა, მაგრამ მხოლოდ 1999 წელს მიიღო დღევანდელი სახე. წელსაც, ძირითად პროგრამასთან ერთად, პარალელური პროგრამებიც გაიმართება, რომლებიც ამ წლისათვის, 37 პროექტისაგან შედგება. პროექტები დამოუკიდებელი კურატორების და მუზეუმების მიერაა შექმნილი, ბიენალეს ადმინისტრაციის თანხმობით. 0