"ეს არის ჯოჯოხეთი, რომელიც  ჩვენ არც კი შეგვეძლო წარმოგვედგინა“ "ეს არის ჯოჯოხეთი, რომელიც ჩვენ არც კი შეგვეძლო წარმოგვედგინა“ /> "/> " />


  11:55:00     06-06-2017

"ეს არის ჯოჯოხეთი, რომელიც ჩვენ არც კი შეგვეძლო წარმოგვედგინა“

a67343.jpg

მოსულში, „ისლამური სახელწმიფოს“ ტერორისტები მოსახლეობას დიდ საფრთეს უქმნიან.

ამ ტერიტორიის ტერორისტებისგან განთავისუფლება 2016 წლიდან დაიწყო, თუმცა სიტუაცია არ გამოსწორებულა, განსაკუთრებული საფრთხის წინაშე იმყოფება 100 000 ბავშვი.

მათ მიერ დაბინძურებული ქუჩები, დამწვარი შენობები. მათ ვინც გაქცევას შეეცდება სასტიკად უსწორდებიან ISIS- ის მებრძოლები, მიწა სავსეა ათეულობით ადამიანის სხეულით,  ბავშვები საკუთარი თვალით ხედავენ  როგორ კლავენ მათ მშობლებს, ნანგრევები სავსეა ადამიანების ცხედრებით,  მათი შველა კი არავის შეუძლია.

"ეს არის ჯოჯოხეთი, რომელიც  ჩვენ არც კი შეგვეძლო წარმოგვედგინა, ხალხმა აქ დაკარგა  ყველაფერი, არ არსებობს სიტყვები, რომელითაც ვანუგეშებთ მათ, ვინც გადარჩება“- აცხადებს  მოხუცი ქალბატონი, რომელიც ინვალიდის ეტლს არის მიჯაჭვული.

საერთაშორისო ბავშვთა ფონდი მოუწოდებს დასავლეთის ქვეყნებს, დაიცვან ქალაქ მოსულის სამხრეთში მცხოვრები ბავშვები. 0

ავტორი: