ლიბიაში სამხედრო დანაშაულების გამოძიება იწყება ლიბიაში სამხედრო დანაშაულების გამოძიება იწყება />


  10:32:45     29-04-2011

ლიბიაში სამხედრო დანაშაულების გამოძიება იწყება

a5422.jpg

სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ, ლიბიაში ჩადენილი სამხედრო დანაშაულების და კაცობრიობის წინააღმდეგ მიმართული ქმედებების შესახებ წინასწარი მოკვლევა დაასრულა. ამის შემდეგ, უკვე სრულფასოვანი საგამოძიებო პროცესი დაიწყება.

საერთაშორისო კრიმინალური სასამართლოს პროკურორი ლუის მორენო-ოკამპო აპირებს საზოგადოებას გამოძიების წინასწარი შედეგების შესახებ მოუთხროს. მან უკვე მიაწოდა ინფორმაცია გაერო უშიშროების საბჭოს და შესაძლოა, ბრძანება გასცეს ყველა იმ პირის დასაპატიმრებლად, ვინც ქვეყნის ტერიტორიაზე სამხედრო დანაშაული ჩაიდინა.

 

დღეს ლიბიაში დამოუკიდებელი საერთაშორისო საგამოძიებო კომისია გაემართა, რომელიც ქვეყანაში ადამიანის უფლებათა დარღვევის ყველა ფაქტს შეისწავლის. კომისიას გაეროს ექსპერტი ადამიანის უფლებათა საკითხებში, ეგვიპტელი ჩერიფ ბასიუნი ხელმძღვანელობს.

 

კომისიაშივე იქნებიან: კანადელი ფილიპ კირში და იორდანიელი უფლებადამცველი ასმა ჰადერი. კომისიის წევრებმა მოკვლევის შედეგები ივნისამდე უნდა წარადგინონ. ამის შემდეგ გაირკვევა, ვის უპირებს დაპატიმრებას საერთაშორისო თანამეგობრობა, ჩადენილი სამხედრო დანაშაულებისათვის.
0

ავტორი: