10:19:09     29-04-2011
ცხელი შოკოლადი მექსიკურად
მასალა: 40 გრამი მექსიკური შოკოლადი, 3 ჭიქა რძე, 1 ჭიქა წყალი, 3 ცალი დარიჩინის ჩხირები, 1/4 ჩაის კოვზი პილპილი.
შოკოლადი ოთხკუთხედებად დავტეხოთ, ქვაბში მოვათავსოთ რძე, დავამატოთ წყალი და საშუალო ცეცხლზე დავდგათ. დავამატოთ დარიჩინის ჩხირები, შემდეგ შოკოლადის ნატეხები. ავურიოთ ერთმანეთში კარგად. თუ გვსურს, ჩავამატოთ პილპილი. ავადუღოთ ნელ ცეცხლზე. ორ ნაწილად გავყოთ დარიჩინის ორი ჩხირი და ყოველ ფინჯანში მოვათავსოთ.
0