00:32:59     05-06-2017
გორში ავტოავარიას მამაკაცი ემსხვერპლა
სოფელ მეჯვრისხევის გამოსასვლელში, გორის მიმართულებით მოძრავი „ტოიოტას“ მარკის ავტომანქანა „ოპელს “ შეეჯახა, რის შედეგადაც „ტოიოტას“ მძღოლი მამაკაცი გარდაიცვალა.
გარდაცვლილის ცხედარი სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროში გადაასვენეს.
შსს-ს ინფორმაციით, მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
0