მადრიდის "რეალი" ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია მადრიდის "რეალი" ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია /> "/> " />


  01:07:23     04-06-2017

მადრიდის "რეალი" ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია

a67248.jpg

ჩემპიონთა ლიგის 2016/17 წლების სეზონის ფინალში მადრიდის „რეალმა“ ტურინის „იუვენტუსი“ ანგარიშით დაამარცხა. ანგარიშია 4:1 მადრიდელთა სასარგებლოდ.

[I=2] მატჩი დაძაბულად წარიმართა. ანგარიში კრიშტიანუ რონალდუმ მე-20 წუთზე გახსნა, 7 წუთში კი მარიო მანჯუკიჩმა ულამაზესი დარტყმით ანგარიში გაათანაბრა.

მეორე ტაიმში ესპანურმა გრანდმა დიდი სათამაშო უპირატესობა მოიპოვა და 61-ე წუთზე კაზემირომ შორეული დარტყმით კვლავ დააწინაურა "რეალი", ზუსტად 3 წუთში კი, რონალდუმ კიდევ უფრო განამტკიცა მადრიდელთა უპირატესობა - 3:1. მატჩის ბოლო წუთზე, იტალიელთა განადგურებას წერტილი მარკო ასენსიომ დაუსვა 4:1.

მადრიდის "რეალმა" ევროპის მთავარი საკლუბო ტიტული მე-12-ედ მოიპოვა. ტურინულმა კლუბმა მეშვიდე ფინალი წააგო, ბოლო ხუთ ფინალში მათ ზედიზედ მეხუთედ წააგეს, მათ შორის უკვე მეორედ "რეალთან". 0

ავტორი: