16:53:57     02-06-2017
ხობის ცენტრში ორმა ახალგაზრდამ ერთმანეთი დაჭრა
ხობის ცენტრში, პოლიციის შენობიდან დაახლოებით 300 მეტრში ურთიერთშელაპარაკების გამო ორმა ახალგაზრდამ ერთმანეთი დანით დაჭრა.
ერთ-ერთი მათგანი ქუთაისის საავადმყოფოში გადაიყვანეს, მეორე კი ზუგდიდის ცენტრალურ საავადმყოფოში. დაშავებულების მდგომარეობა მძიმეა.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 124-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სხეულის განზრახ დაზიანებას გულისხმობს.
0