ქაბულში პრეზიდენტის გადადგომის მოთხოვნით აქცია გაიმართა ქაბულში პრეზიდენტის გადადგომის მოთხოვნით აქცია გაიმართა />


  14:18:09     02-06-2017

ქაბულში პრეზიდენტის გადადგომის მოთხოვნით აქცია გაიმართა

a67220.jpg

ქაბულში გამართულ ანტისამთავრობო აქციაზე ათასობით ადამიანი გამოვიდა, პროტესტანტები ქვეყნის პრეზიდენტის აშრაფ განის გადადგომას ითხოვენ. ისინი ამტკიცებენ, რომ პრეზიდენტმა ვერ შეძლო ოთხშაბათს მომხდარი ტერაქტის თავიდან აცილება.

აქციის მონაწილეები ტერაქტის ადგილთან შეიკრიბნენ. მათ პოლიციის კორდონის გარღვევის მცდელობა ჰქონდათ, რასაც პოლიციამ იარაღის ჰაერში გასოლით უპასუხა.  

ტერაქტის შედეგად, რომელიც ოთხშაბათს მოხდა, 90 ადამიანი დაიღუპა, 400 კი დაშავდა. როგორც ავღანეთის უშიშროების სამსახურმა განაცხადა, ტერაქტი დაჯგუფება „ჰაქანის ქსელმა“ დაგეგმა.

თალიბანი უარყოფს რაიმე როლს ამ ტერაქტში,  კომენტარი არ გაუკეთებიათ „ისლამური სახელმწიფოს“ წარმომადგენლებს.

მომიტინგეები ხელისუფლებას უშიშროების საკითხების მოუგვარებლობაში ადანაშაულებს. აქტივისტების განცხადებით, "საერთაშორისო თანამეგობრობამ“  პრეზიდენტზე ზეწოლა უნდა მოახდინოს და აიძულოს გადადგეს ის. 0

ავტორი: