რატომ სცადა გურჯაანში რძალმა დედამთილის მკვლელობა? - "რელიგიის შეცვლას აიძულებდა" რატომ სცადა გურჯაანში რძალმა დედამთილის მკვლელობა? - "რელიგიის შეცვლას აიძულებდა" /> "/> " />


  18:20:59     01-06-2017

რატომ სცადა გურჯაანში რძალმა დედამთილის მკვლელობა? - "რელიგიის შეცვლას აიძულებდა"

a67185.jpg

დღეს, გურჯაანის რაიონულმა სასამართლომ დედამთილის განზრახ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულის საქმეზე გადაწყვეტილება გამოიტანა. 

საპროცესო შეთანხმების საფუძველზე, 24 წლის მაკა მელქაძეს ორი წლით თავისუფლების აღკვეთა და სამწლიანი პირობითი მსჯავრი შეეფარდა.

კახეთის პოლიციის დეპარტამენტის ყვარლის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ის მიმდინარე წლის 24 იანვარს დააკავეს. საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე, გაზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლით აღიძრა.

საქმეზე განცხადება გააკეთა ბრალდებულის ადვოკატმა ცირა მაისურაძემ, რომელსაც რეგიონული სააგენტო "სპექტრი.ჯი" ავრცელებს.

“თავდაპირველადვე ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ცემის ფაქტს არ უარყოფდა. თუმცა საკმაოდ სერიოზული მსჯელობის საგანი იყო, ადგილი ჰქონდა განზრახ მკვლელობის მცდელობას თუ სხეულის ნაკლებ მძიმე დაზიანებას. ბრალდებული აღიარებდა, რომ დედამთილს დაზიანებები მიაყენა შეშის ნაჭრით, პროკურატურის ბრალდებაში კი მითითებული იყო საჩხრეკი, ტაფა და ა.შ. 

ოჯახი მაკა მელქაძისგან რელიგიის შეცვლას მოითხოვდა, რასაც კონფლიქტი მოჰყვა. საბოლოოდ, პროკურატურის მიერ შემოთავაზებული იქნა საპროცესო პირობები, 2 წლით თავისუფლების აღკვეთა და 3 წელი პირობითი, რომელსაც დავეთანხმეთ დაცვის ქვეშ მყოფი პირისა და მისი ახლობლების პოზიციების გათვალისწინებით. 

მინდა გითხრათ, რომ დანაშაულის ჩადენა დაზარალებულის ქმედებამაც გამოიწვია. 4 წელია მათი რძალი იყო და დედამთილი საკმაოდ ავიწროებდა. შეიძლება ითქვას, რომ ოჯახურ ძალადობას იქით ჰქონდა ადგილი. მაკა მელქაძე ხასიათდება დადებითად. აუღელვებელი და მშვიდი გოგონაა, ფსიქიატრიული ექსპერტიზის ჩატარებაც კი დასჭირდა პროკურატურას, ეჭვობდნენ შეურაცხადობა ხომ არ იყო, რაც არ დადასტურდა“- აცხადებს ადვოკატი.

ადვოკატისვე ინფორმაციით, დაკავებამდე მაკა მელქაძეს ორი შვილი ჰყავდა, მესამე კი დაახლოებით სამი კვირის წინ სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ყოფნის დროს შეეძინა. 0

ავტორი: