ჰილარი კლინტონი: „პუტინს სურს ამერიკა დაანგრიოს“ ჰილარი კლინტონი: „პუტინს სურს ამერიკა დაანგრიოს“ />


  13:49:26     01-06-2017

ჰილარი კლინტონი: „პუტინს სურს ამერიკა დაანგრიოს“

a67166.jpg

„დემოკრატების“ ყოფილი საპრეზიდენტო კანდიდატი, ჰილარი კლინტონი არჩევნებში დამარცხებაში ყველას ადანაშაულებს. დონალდ ტრამპი კი ამის გამო გაოცებას გამოხატავს,. ის  „ტვიტერის“ პირად გვერდზე წერს: „არაკეთილსინდისიერი ჰილარი ახლა ყველას ადანაშაულებს, გარდა თავის თავისა“.

ჰილარი კლინტონმა რამდენიმე დღის წინ  განაცხადა, რომ აღიარებს პასუხისმგებლობას თავის გადაწყვეტილებებზე წინასაარჩევნო კამპანიის დროს, თუმცა, მაინც მიიჩნევს, რომ არჩევნების წაგება მისი ბრალი არ იყო.  კლინტონმა რუსეთი აშშ-ში საარჩევნო პროცესებში ჩარევაში დაადანაშაულა. „რუსეთის პრეზიდენტს სურს ამერიკის გადატრიალება“.

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატი ასევე  აცხადებს, რომ ჰაკერები, რომლებმაც მას, 2016 წელს წინასაარჩევნო კამპანიაში ხელი შეუშალეს, ჯერ ისევ აქტიურად აგრძელებენ ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში მონაწილეობას.

„ამერიკელები უნდა მიხვდნენ, რომ პუტინს სურს ამერიკა დაანგრიოს. ის ხომ რუსეთის უშიშროების ყოფილი აგენტია“, - ამბობს კლინტონი.

0

ავტორი: