13:19:12     01-06-2017
ქმრისა და შვილის მკვლელობაში ბრალდებული მაგდა პაპიძე შეწყალებისთვის პრეზიდენტს მიმართავს
ქმარ-შვილის მკვლელობისთვის მსჯავრდებული მაგდა პაპიძე გიორგი მარგველაშვილს შეწყალების თხოვნით მიმართავს.
ინფორმაციას Europress.ge ავრცელებს. გამოცემასთან საუბარში, მაგდა პაპიძის და, ლანა პაპიძე აცხადებს, რომ ბევრ კითხვაზე პასუხი არ არის გაცემული და "ადამიანს უვადო პატიმრობა მიუსაჯეს მაშინ, როცა უამრავი რამაა გამოსაძიებელი".
"გამომძიებელს უთქვამს, ისე გაგიხდი საქმეს, ოჯახის წევრებმა ტუალეტის ქაღალდიც კი ვერ შემოგაწოდონო. გამომძიებელი შვილმკვდარ და გაუბედურებულ დედას ამას რომ ეტყვის, ადამიანია? მაგდა ჯერაც ვერ გამოსულა შოკიდან, დიაბეტი აქვს, ინსულინზეა, ისედაც გაუბედურებული დედაა და 24 საათი კამერების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება. თითქმის აღარ იკვებება. ფიზიკურად დასუსტებულია," - აცხადებს მაგდა პაპიძის და, ლანა პაპიძე.
შეგახსნებთ, რომ გასული წლის 20 დეკემბრის ღამით, თბილისში, გრიგოლ ფერაძის 6 ნომერში საზარელი მკვლელობა მოხდა. მამა-შვილის, ომარ და თორნიკე ქაფიაშვილების ცხედრები მეზობლებმა გამთენიისას კორპუსის ეზოში ნახეს. პოლიციაში მოწმედ წაყვანილი 26 წლის მაგდა პაპიძე ქმარ-შვილის მკვლელობაში ეჭვმიტანილის სტატუსით იმავე დღეს დააკავეს. ბრალდებულმა ვერდიქტის გამოტანა ნაფიც მსაჯულებს მიანდო, რომლებმაც 2016 წლის 4 ივლისს ის შვილისა და მეუღლის განზრახ მკვლელობაში დამნაშავედ სცნეს. პაპიძეს უვადო პატიმრობა მიესაჯა.
0