10:42:14     01-06-2017
დონალდ ტრამპი კლიმატურ ცვლილებებთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას გამოაცხადებს
![a67144.jpg](http://presa.ge/img/multimedia/a67144.jpg)
დონალდ ტრამპი პარიზის კლიმატური ცვლილებების ხელშეკრულებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას დღეს გამოაცხადებს.
გავრცელებული ინფორმაციით, აშშ-ის პრეზიდენტი ამ შეთანხმებიდან გასვლას გეგმავს.
ევროკომისიის პრეზიდენტის, ჟან-კლოდ იუნკერის განცხადებით, პარიზის შეთანხმება, შეერთებული შტატების გადაწყვეტილების მიუხედავად, არსებობას განაგრძობს.
პარიზის კლიმატური ცვლილებების შესახებ ხელშეკრულება, რომელსაც საფრანგეთის დედაქალაქში მსოფლიო ლიდერებმა მოაწერეს ხელი, სათბური აირების შემცირებას და უმაღლესი პოლიტიკური ვალდებულებების შესრულებას ითვალისწინებს.
დოკუმენტში ასევე ხაზგასმით აღინიშნება ტემპერატურის ზრდის ტემპები, როგორც ეროვნული უსაფრთხოების საკითხი და გამრავლების სოციალური და პოლიტიკური სისუსტის ფაქტორი.
ევროკავშირი და ჩინეთი განიხილავენ პარიზის შეთანხმებას, როგორც ისტორიულ მიღწევას, რაც კიდევ უფრო დააჩქარებს შეუქცევად გლობალურ მდგრად განვითარებას, - აღნიშნულია დოკუმენტში.
დოკუმენტში გათვალისწინებულია თანამშრომლობის სხვა სფეროებიც, მათ შორის ნახშირბადის ბაზრების განვითარება-წერს BBC-ი.
0