14:16:36     31-05-2017
ქაბულში მომხდარ აფეთქებას BBC-ის თანამშრომელი ემსხვერპლა
![a67094.jpg](http://presa.ge/img/multimedia/a67094.jpg)
ავღანეთში მომხდარი აფეთქების დროს ტელეკომპანია BBC-ის ერთი თანამშრომელი დაიღუპა, ოთხი ჟურნალისტი კი მძიმედ დაიჭრა.
ტელეკომპანია ავრცელებს განცხადებას, სადაც წერია, რომ დაღუპულია მუჰამედ ნაზირი , რომელსაც აფეთქების დროს ჟურნალისტები ტელეკომპანიის ოფისში გადაჰყავდა.
დაჭრილი ჟურანლისტები კი ამ დრომდე საავადმყოფოში რჩებიან. მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
პაკისტანის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, - „პაკისტანი, ტერორიზმის მსხვერპლია“.
ჯერჯერობით „ისლამური სახელმწიფო“ მომხდართან დაკავშორებით კომენტარს არ აკეთებს.
ავღანეთის დედაქალაქ ქაბულში აფეთქება დიპლომატიური უბნის სიახლოვეს მოხდა. ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, დაიღუპა 80-მდე ადამიანი.
0