ლარი მალენი ჩრდილიდან გამოდის ლარი მალენი ჩრდილიდან გამოდის />


  10:48:26     28-04-2011

ლარი მალენი ჩრდილიდან გამოდის

a5396.jpg

დრამერი ლარი მალენი, “იუთუს” ყველაზე მოკრძალებული და ფანატებისაგან ნაკლებად შეწუხებული წევრია. ბონო ყველასათვის გასაგებია – ის ჯგუფის სახეა და 80-იანი წლებიდან სხვადასხვა სოციალურ და საქველმოქმედო პროექტებში მონაწილეობს. გიტარისტი ეჯი მეტ-ნაკლებად ხშირი სოლო კონცერტებით იხვეჭს პოპულარობას, ბასისტი ადამ კლეიტონი ცნობილი მოდის მოყვარული და ლოველასია.

მალენი კი, მიუხედავად იმისა, რომ პროექტებშიც მონაწილეობს და პერიოდულად სოლო გამოსვლებსაც აწყობს, მათ ფონზე თითქოს იჩაგრება და კოლეგების ჩრდილქვეშ რჩება.

 

და აი, ცნობილი ჯგუფის დრამერმა გადაწყვიტა საზოგადოებას სხვა კუთხით გააცნოს თავი და მხატვრულ ფილმში მიიღოს მონაწილეობა. კინოსურათი “მამაკაცი მატარებელში”, 2002 წელს გამოსული ცნობილი ფრანგული ფილმის რიმეიკია, რომელსაც ირლანდილი და კანადელი პარტნიორები იღებენ. მალენი მისი პროდიუსერი იქნება. მან ფილმისთვის საუნდტრეკიც შექმნა.

 

სიუჟეტის მიხედვით, დრამერი ბანკის მძარცველია, რომელიც ამავე დროს, პოეზიის დიდი თაყვანისმცემელია. უკვე მაისში, ფილმს კანის კინოფესტივალზე უჩვენებენ.
0

ავტორი: