09:31:51     31-05-2017
ქაბულში მომხდარ აფეთქებას მსხვერპლი მოჰყვა
![a67065.jpg](http://presa.ge/img/multimedia/a67065.jpg)
Reuters-ის ინფორმაციით ავღანეთის დედაქალაქში ძლიერ აფეთქებას მსხვერპლი მოჰყვა. დაშავებულია 70-მდე ადამიანი, ხოლო გარდაცვლილთა რიცხვის შესახებ ინფორმაცია ზუსტდება.
შემთხვევის ადგილი ის ტერიტორიაა სადაც საელჩოები და პრეზიდენტის სასახლე მდებარეობს.
თვითმხილველების თქმით, ძლიერმა აფეთქებამ ასი მეტრის რადიუსში მდებარე საცხოვრებელი სახლები დააზიანა.