10:43:50     28-04-2011
ჯენიფერ ლოპესის ახალი ამპლუა
ჯენიფერ ლოპესი მულტფილმ “დიდი გამყინვარების” მეოთხე სერიის ერთერთ პერსონაჟს გაახმოვანებს. ამის შესახებ საიტი “დედლაინი” იტყობინება. მომღერლის ხმით თოვლის ლეოპარდი, სახელად შირა “იმეტყველებს”.
მულტფილმის სახელწოდება იქნება: “დიდი გამყინვარება: კონტინენტური დრეიფი”. მაყურებლისათვის ნაცნობ პერსონაჟებს ისევ ის მსახიობები გაახმოვანებენ, რომლებიც წინა სერიებზე მუშაობდნენ. მაგალითად, მამონტი მეი კვლავ რეი რომანოს ხმით “ისაუბრებს”, მისი მეგობარი გოგონას, ელის როლზე კი კვლავ ქუინ ლატიფია დამტკიცებული, ვეფხვი დიეგო დენის ლირი იქნება, ზარმაცი სიდი კი - ჯონ ლეგუიზამო.
მულტფილმი 3D ფორმატში იქნება და ეკრანებზე 2012 წლის ივლისში გამოვა. წინა სერია 2009 წლის ზაფხულში, “დინოზავრების ერას” სახელწოდებით გამოვიდა. 90 მილიონ დოლარიანი ბიუჯეტის მქონე მულტფილმმა, ავტორებს 886 მილიონის მოგება მოუტანა.
0