ქუთაისის აეროპორტი მსოფლიოში ყველაზე ლამაზ აეროპორტებს შორის მოხვდა ქუთაისის აეროპორტი მსოფლიოში ყველაზე ლამაზ აეროპორტებს შორის მოხვდა />


  18:41:40     30-05-2017

ქუთაისის აეროპორტი მსოფლიოში ყველაზე ლამაზ აეროპორტებს შორის მოხვდა

a67041.jpg

ვებგვერდი curbed.com მსოფლიოში ყველაზე ლამაზი აეროპორტების სიას აქვეყნებს. აღსანიშნავია ის, რომ სიაში ქუთაისის აეროპორტიც მოხვდა. 

„ეს არც თუ ისე დიდი აეროპორტი, რომელიც ჰოლანდიურმა არქიტექტურულმა კომპანიამ დააპროექტა, საქართველოში, ქუთაისში მდებარეობს. დიდი ფანჯრები ხედით კავკასიონის მთებზე, ქმნის ნათელ ინტერიერს, ხოლო ტერმინალის ცენტრში არსებული, ოქროსფერი, ხის მსგავსი სტრუქტურა, მგზავრების შეკრების ადგილს წარმოადგენს. აეროპორტის არქიტექტორმა, ბენ ვან ბერკელმა შენობა დიდი, გაშლილი სივრცით, მაღალი ჭერით დააპროექტა, რაც წარსულის მატარებლის სადგურების იმიტაციას ქმნის“, - აღნიშნულია სტატიაში. 

მსოფლიოში ყველაზე ლამაზი აეროპორტების სიაში, გარდა ქუთაისისა, მოხვდა ბაქოს ჰაიდარ ალიევის სახელობის, დენვერის, მადრიდის ბარახას, კანსაის, პეკინის, ჩატრაპატი შივაჯის, კუალა ლუმპურის, შენზენისა და დედოფალი ელიას საერთაშორისო აეროპორტები. ასევე, მარაკეშ მენარას და პულკოვოს აეროპორტები. 

0

ავტორი: