გია ვოლსკი: გიორგი მღებრიშვილზე წამოწეული თემა ახლაც უსაფუძვლოა გია ვოლსკი: გიორგი მღებრიშვილზე წამოწეული თემა ახლაც უსაფუძვლოა />


  14:01:38     30-05-2017

გია ვოლსკი: გიორგი მღებრიშვილზე წამოწეული თემა ახლაც უსაფუძვლოა

a67016.jpg

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დაქვემდებარებაში არსებულმა 13-წევრიანმა კომისიამ ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოში საქართველოდან წარდგენილი მოსამართლის ვაკანტური თანამდებობისთვის ხუთი კანდიდატი შეარჩია:

კომისიამ შემდეგი კანდიდატები შეარჩია: ლადო ჭანტურია; სოფიო ჯაფარიძე; შოთა გეწაძე; თამარ ალანია; ირაკლი დონდოლაძე.
ხუთიდან სამ კანდიდატს საქართველოს მთავრობა შეარჩევს და ევროპის საბჭოს ექსპერტების საერთაშორისო ჯგუფს წარუდგენს, რომელიც მთავრობას კონფიდენციალურ რჩევას მისცემს პოტენციური კანდიდატების შესახებ, სანამ სამი კანდიდატის საბოლოო სია ასამბლეას წარედგინება. 

არასამთავრობო ორგანიზაციებმა და სახალხო დამცველის აპარატმა კომისიის არჩევანი გააკრიტიკეს და განაცხადეს, რომ კომისიის წევრების მიუკერძოებლობა კითხვის ნიშნებს აღძრავს. 

"პრესა.ჯი" პარლამენტის ვიცე-სპიკერს გია ვოლსკის ესაუბრა:

- თქვენი აზრით, რამდენად ობიექტურად წარიმართება წარდგენილი კანდიდატების არჩევის პროცესი, იმის გათვალისწინებით, რაც ევროსასამართლომ ერთზგის უკვე დაიწუნა საქართველოს ხელისუფლების მხარდაჭერილი კანდიდატები?    

- კანდიდატურებს სირღმისეულად არ ვიცნობ, რადგან ამ სფეროში არ მიმუშავია, თუმცა, კონკურსი საკმაოდ გამჭვირვალედ ჩატარდა. შენიშვნები კომპეტენტური ხალხისგან არ გამიგია და ვართ წარმატების მოლოდინში, როცა საქართველოდან წარდგენილი კანდიდატურის არჩევა მოხდება.

- გამოითქვა აზრი, რომ კანდიდატებს გასაუბრებაზე კითხვები დაუსვეს „რუსთავი2-„ ის თემაზე და მასზე გამოთქმულმა პასუხებმა კანდიდატურების საკონკურსო შედეგებზე უარყოფითი გავლენა იქონია. თქვენი აზრით, რამდენად ობიექტურად შეიძლება ჩაითვალოს ასეთი კონკურსის შედეგი?

- კითხვა ნებისმიერი შეიძლება იყოს, იქნება ეს „რუსთავი 2“-თან, თუ პარტიულ კუთვნილებასთან დაკავშირებით და ამაში ბოროტებას ვერ ვხედავ. გამომცდელებს კანდიდატის შესახებ სრული ინფორმაცია უნდა ჰქონდეთ. არ მოსამართლეების კომპეტენციას მხოლოდ საქმე წარმოაჩენს.

- ბოლო დღეებში გააქტიურდა თემა შს მინისტრის თანამდებობიდან გიორგი მღებრიშვილის გათავისუფლების შესახებ. გაქვთ თუ არა ინფორმაცია სამთავრობო გუნდში მოსალოდნელი ცვლილებების შესახებ?

- გიორგი მღებრიშვილთან დაკავშირებით რამდენჯერმე  უსაფუძვლოდ წამოიწია საკითხმა და  ვფიქრობ, ახლაც უსაფუძვლოა ხმების მის მოსალოდნელ გადადგომაზე. სკანდალის მოყვარულები ხშირად შემოაგდებენ ხოლმე ასეთ თემებს.

- თორდია-ფარცხალაძის დაპირისპირების საქმეზე პარლამენტმა კომისიის შექმნის მიზანშეწონილობაზე უკვე იმსჯელა. მიმდინარე კვირაში თუ იგეგემება რაიმე სახის გადაწყვეტილების მიღება?

- საგამოძიებო სტრუქტურა მუშაობს ისე, როგორც უნდა მუშაობდეს, რაიმე ახალი გარემოებები თუ შეიქმნება, შესაძლოა მივუბრუნდეთ კიდეც,  თუ არადა, ვფიქრობ,  საგამოძიებო სტრუქტურასაც და სასამართლოსაც საკმაო კომპეტენციები აქვს საიმისოდ, რომ კომისიის პოლიტიზირებული სხდომების გარეშე გამოიტანოს ვერდიქტი. 0

ავტორი: