მოლდოვამ რამდენიმე რუსი დიპლომატი „პერსონა ნონ გრატად“ გამოაცხადა მოლდოვამ რამდენიმე რუსი დიპლომატი „პერსონა ნონ გრატად“ გამოაცხადა />


  13:40:00     30-05-2017

მოლდოვამ რამდენიმე რუსი დიპლომატი „პერსონა ნონ გრატად“ გამოაცხადა

a67013.jpg

მოლდოვამ 5 რუსი დიპლომატი „პერსონა ნონ გრატად“ გამოაცხადა.ამის შესახებ ინფორმაციას ევროპული ინტეგრაციის სამინისტროს პრესსამსახურზე დაყრდნობით BBC-ი ავრცელებს. მათ შორის არის სამხედრო ატაშეს თანაშემწე ალექსანდრე  გრუდინი, ის  ამჟამად სამშობლოს ღალატის ბრალდებით არის დაკავებული. სკანდალს   რუსეთის საგარეო საქმეთა უწყება  ეხმაურება. მათი განცხადებით მოსკოვის ქმედება მკაცრი იქნება.

რუსი დიპლომატების გაძევება დაგმო მოლდოვის პრო-რუსმა პრეზიდენტმა იგორ დოდონმა. „მთავრობამ აღმაშფოთებელი ჟესტი განახორციელა მოლდოვაში რუსეთის საელჩოსთან მიმართებაში. დღეს ელჩისგან მოითხოვეს, რომ ხუთმა რუსმა დიპლომატმა 72 საათის განმავლობაში ქვეყანა დატოვოს. მინდა განვაცხადო, რომ ღრმად ვარ აღშფოთებული ამ მოლდოველი დიპლომატიის წარმომადგენელთა არამეგობრული ნაბიჯით და კატეგორიულად ვგმობ მას“-განაცხადა დოდორმა.

მის მიერ გამოხატულ რუსეთის მიმართ სიმპათიებსა და თანამშრომლობას მოლდოვის მთავრობა აკრიტიკებს.

0

ავტორი: