ტრამპის სიძეს რუსეთისთვის საიდუმლო კავშირის შესახებ ინიციატივა არ მიუწოდებია ტრამპის სიძეს რუსეთისთვის საიდუმლო კავშირის შესახებ ინიციატივა არ მიუწოდებია />


  11:23:03     30-05-2017

ტრამპის სიძეს რუსეთისთვის საიდუმლო კავშირის შესახებ ინიციატივა არ მიუწოდებია

a66992.jpg

Fox news-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, აშშ-ს პრეზიდენტის სიძეს ჯარედ კუშნერს რუსეთის ელჩ სერგეი კისლიაკისთვის მოსკოვსა და ვაშინგტონს შორის საიდუმლო კავშირის ხაზის შექმნასთან დაკავშირებით წინადადება არ შეუთავაზებია. 

შეხვედრაზე მოსკოვსა და ვაშინგტონს შორის საიდუმლო კავშირის დამყარების შესახებ ინიციატივა რუსულმა მხარემ წამოაყენა. კუშნერი შეეცადა რუსეთის დარწმუნებას , რომ ბარაკ ობამას ადმინისტრაციის პოლიტიკა სირიასთან მიმართებაში მცდარი იყო. 

საიდუმლო ხაზის დანიშნულება შეერთებული შტატების ადმინისტრაციისა და კრემლს შორის  ფარული ინფორმაციის გაცვლა უნდა ყოფილიყო.  როგორც მედიისთვის ცნობილია, მათი შეხვედრის მთავარი თემა სირია იყო.

გავრცელებული ინფორმაციით, აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის სიძე და მრჩეველი ჯარედ კუშნერი ამერიკაში რუსეთის ელჩ სერგეი კისლიაკთან თავის კონტაქტებს  მალავდა.

წყარო ადასტურებს, რომ მათ შორის სატელეფონო საუბარი აღჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე შედგა.

თეთრი სახლის ადმინისტრაცია და  ასევე, რუსეთის საელჩო ამერიკაში ამასთან დაკავშირებით, კომენტარს არ აკეთებს. 0

ავტორი: