ასკილის კისელი ასკილის კისელი />


  10:36:59     28-04-2011

ასკილის კისელი

a5387.jpg

მასალა: 150 გრამი ხმელი ასკილი, 120 გრამი შაქრის ფხვნილი, 2 სუფრის კოვზი კარტოფილის ფქვილი, 2 გრამი ლიმონის მჟავა.

 

გადარჩეული, ცივ წყალში გარეცხილი ასკილის მარცვლები ჩავყაროთ ქვაბში, დავასხათ ცხელი წყალი, თავი დავახუროთ და გავაჩეროთ 20-25 წუთი. შემდეგ იმავე წყალში მოვხარშოთ დარბილებამდე. გავწუროთ, გავატაროთ საცერში, დავამატოთ შაქარი, ლიმონის მჟავა, გავაცხელოთ და ჩავალესოთ კარტოფილის ფქვილი.  

0

ავტორი: