13:48:19     29-05-2017
"გამოსაშვები გამოცდები უნდა გაუქმდეს, პედაგოგთა ხელფასები კი გაიზარდოს"

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" ინიციატივით გამოდის და ხელისუფლებას მიმართავს. პოლიტიკური გაერთიანება მთავრობას განათლების ხარისხის ასამაღლებლად კონკრეტული ქმედებებისკენ მოუწოდებს. "ენმ"-ში აცხადებენ, რომ აუცილებელია დაფინანსების გაზრდა, პედაგოგთა ხელფასების გადახედვა და სკოლების ინფრასტრუქტურის მოწესრიგება.
პარტიაში ჩაჭრილი მოსწავლეების რაოდენობის გამო წუხან.
„ამ ფორმატით უკვე არარელევანტურია გამოსაშვები გამოცდების ჩატარება და ის უნდა გაუქმდეს. სამინისტრომ მოახდინოს არსებული პრობლემების დიაგნოსტირება და სისტემის გაჯანსაღებიათვის, სასწრაფოდ გააორმაგოს სკოლების დაფინანსება,“ - განაცხადა პარტიის წარმომადგენელმა ნინო კვიტაიშვილმა სპეციალურ პრესკონფერენციაზე.
0