13:44:46     29-05-2017
„ჩვენ, ევროპელებმა, დროა ხელში ავიღოთ საკუთარი ბედი“
![a66936.jpg](http://presa.ge/img/multimedia/a66936.jpg)
BBC-ის ცნობით, დიდი შვიდეულის სამიტის დასრულების შემდეგ, გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა განცხადება გააკეთა. ევროპა აღარ არის "სრულიად დამოკიდებული"- აღნიშნა მან.
„ჩვენ, ევროპელებმა, დროა ხელში ავიღოთ საკუთარი ბედი“
ის ამერიკას საიმედო პარტნიორად აღარ მიიჩნევს და ამბობს, რომ „ის დრო, როდესაც შეგვეძლო სრულად დავყრდნობოდით ამერიკას და ბრიტანეთს დასრულდა. ეს ფაქტი ბოლო დღეების განმავლობაში გავიაზრე. ჩვენ, ევროპელებმა, დროა ხელში ავიღოთ საკუთარი ბედი“.
გერმანიის კანცლერი პრიორიტეტად ბერლინსა და საფრანგეთის ახალ პრეზიდენტ მაკრონს შორის ურთიერთობას მიიჩნევს. მისი აზრით, ევროკავშირმა დიდ ბრიტანეტთან ახლო ურთიერთობები უნდა შეინარჩუნოს.
"დიდი შვიდეულის“ სამიტი 26-27 მაისს იტალიაში გაიმართა, სამიტის ფარგლებში მთავარ თემებად რუსეთის, ვაჭრობისა და კლიმატის პრობლემების განხილვა იყო. აღსანიშნავია, რომ შეხვედრას პირველად ესწრებოდნენ, დონალდ ტრამპი და ემანუელ მაკრონი.
0