თურქეთში 34 წლის ქართველი ემიგრანტი ქალი მოკლეს თურქეთში 34 წლის ქართველი ემიგრანტი ქალი მოკლეს />


  17:53:44     24-05-2017

თურქეთში 34 წლის ქართველი ემიგრანტი ქალი მოკლეს

a66772.jpg

თურქული სააგენტოების ინფორმაციით, ქალაქ ორდუში 34 წლის ქართველი ემიგრანტი ქალი მოკლეს.  გარდაცვლილი სასტიკადაა ნაწამები. 

ცხედარი ეჭვმიტანილის ოჯახში აღმოაჩინეს. გამოცემის ინფორმაციით,  მძაფრი სუნისგან შეწუხებულმა მეზობლებმა პოლიცია გამოიძახეს. კარის გატეხვის შემდეგ კი ოთახში ახალგაზრდა ქალის ცხედარი სკამზე მიბმული, ყელგამოჭრილი იპოვეს.

ცხედარი ექსპერტიზაზეა გადასვენებული. დანაშაულში ეჭვმიტანილი ტრაპიზონში დააკავეს. საგამოძიებო ქმედებები გრძელდება. 

გარცელებული ინფორმაციით, გარდაცვლილი 10 წელი ემიგრაციაში იმყოფებოდა.

0

ავტორი: