19:18:48     23-05-2017
8 წლის საფის ტრაგიკული ისტორია, რომელიც მანჩესტერის ტერაქტმა იმსხვერპლა
მანჩესტერის ტერაქტს ემსხვერპლა 8 წლის პატარა გოგონა, საფი როუზ რუსოსი, რომელიც კონცერტზე დედასთან და დასთან ერთად იმყოფებოდა.
საფიმ, ე.წ. ისლამური სახელმწიფოს მიერ განხორციელებული ვერაგული თავდასხმის შედეგად მძიმე ჭრილობები მიიღო. საფი როუზ რუსოსი აფეთქების შედეგად მიღებული ჭრილობებისგან გარდაიცვალა. ის დაღუპულთა შორის იპოვეს...
რაც შეეხება მისი ოჯახის სხვა წევრებს, საფი როუზ რუსოსის დედა და და მძიმედ დაშავებულებს შორის არიან და საავადმყოფოში იმყოფებიან.
შეგახსენებთ რომ ინგლისის ქალაქ მანჩესტერის არენაზე მომხდარ სისხლიან თავდასხმას 22 ადამიანი ემსხვერპლა, 59 კი დაშავდა, რაც კიდევ ერთხელ გვახსენებს ე.წ. ისლამური სახელმწიფოს სივერაგეს, რომლის წინააღმდეგაც მკაცრი და შეუქცევადი ზომებია გასატარებელი.
სისხლიანი თავდასხმა ამერიკელი მომღერლის არიანა გრანდის კონცერტის დასრულების შემდეგ, ფოიეში განხორციელდა.მომღერალი ტერაქტს ტვიტერში გამოეხმაურა და ღრმა მწუხარება გამოთვა მომხდარის გამო.
0