17:01:29     23-05-2017
მეამბოხეებმა ჰომსი დატოვეს
სირიის სამთავრობო ძალებს ჰომსს სრულად აკონტროლებენ.
ქალაქი უკანასკნელმა 700-მდე მეამბოხემ და მათმა ოჯახის წევრებმა დატოვეს, რაც დაახლოებით 3000-მდე ადამიანს უდრის. სირიის არმიამ ქალაქში არსებული ცეცხლსასროლი იარაღი და სხვა საბრძოლო მასალები ამოიღო.
საერთო ჯამში, ქალაქი 16 000-ზე მეტმა ადამიანმა დატოვა.
ბოლო ინფორმაციით, "ისლამური სახელმწიფო" და მეამბოხეები პოზიციებს უახლოეს ქალაქებშიც თმობენ.
0