„ბოროტების იდეოლოგია სრულად უნდა აღმოიფხვრას“ „ბოროტების იდეოლოგია სრულად უნდა აღმოიფხვრას“ />


  14:56:47     23-05-2017

„ბოროტების იდეოლოგია სრულად უნდა აღმოიფხვრას“

a66687.jpg

ისრაელში ვიზიტით მყოფმა აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ქალაქ მანჩესტერში მომხდარი ტერორისტული აქტი დაგმო და სამძიმარი გამოუცხადა დაღუპულთა ოჯახის წევრებს.  

"ახალგაზრდა, ლამაზი, უდანაშაულო ადამიანები ბოროტმა, ხელმოცარულმა ადამიანებმა შეიწირეს. მათ მონსტრებს არ ვუწოდებ. ეს ტერმინი მოსწონთ, დიდებულ სახელად მიაჩნიათ. დღეიდან ხელმოცარულებს ვუწოდებ. სისხლისღვრას არ უნდა შევეგუოთ. მანკიერი იდეოლოგია უნდა განადგურდეს", - აცხადებს დონალდ ტრამპი.

მანჩესტერში აფეთქებას, ბოლო ინფორმაციით, 22 ადამიანი ემსხვერპლა,  59 კი დაშავდა.  დაღუპულთა შორის არიან ბავშვებიც. ამის შესახებ ინფორმაციას BBC მანჩესტერის პოლიციაზე დაყრდნობით ავრცელებს.

მანჩესტერის პოლიციის უფროსი იან ჰოპკინსი აფეთქებას ტერაქტის კვალიფიკაციას ანიჭებს. იქ გამკაცრებულია უსაფრთხოების ზომები. გამოძიებაში ჩართულია ყველა შესაბამისი უწყება.

მანჩესტერ არენაზე აფეთქება პოპმომღერლის არიანა გრანდეს კონცერტის დასრულების შემდეგ აფეთქება  მოხდა. მომხდარს სამართალდამცველები შესაძლო ტერორისტულ თავდასხმად  განიხილავენ. ამის შესახებ ინფორმაციას მედია, ანტიტერორისტულ განყოფილებაზე დაყრდნობით ავრცელებს. 

მათი ინფორმაციით, კონცერტზე მყოფი მაყურებლის დიდ ნაწილს ბავშვები და ახალგაზრდები შეადგენდნენ.  ადგილზე მუშაობენ  გამნაღმველებიც.
0

ავტორი: