მიწის ნაკვეთების თაღლითურად დაუფლების ფაქტზე სამი პირი დააკავეს მიწის ნაკვეთების თაღლითურად დაუფლების ფაქტზე სამი პირი დააკავეს />


  11:44:33     23-05-2017

მიწის ნაკვეთების თაღლითურად დაუფლების ფაქტზე სამი პირი დააკავეს

a66670.jpg

საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, ორგანიზებული ჯგუფის წევრებმა, სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული დიდი ოდენობით მიწის ნაკვეთი მათთან დანაშაულებრივ კავშირში მყოფი ათეულობით მოქალაქის სახელზე, 2014-2017 წლებში დაამზადეს მიწის ნაკვეთის ყალბი მიღება - ჩაბარების აქტები, რაც წარადგინეს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში და საკუთრებაში დაარეგისტრირეს თბილისში, გლდანის რაიონში, თბილისის ზღვის მიმდებარედ, ავშნიანის დასახლებაში მდებარე 3 694 840 ლარის ღირებულების 59 630 კვ.მ  მიწის ნაკვეთი.

 გამოძიება 180-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ და მეოთხე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც 7-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
0

ავტორი: