ლიბიის წინააღმდეგ 1,5 ავიადარტყმა განხორციელდა ლიბიის წინააღმდეგ 1,5 ავიადარტყმა განხორციელდა />


  10:35:56     27-04-2011

ლიბიის წინააღმდეგ 1,5 ავიადარტყმა განხორციელდა

a5353.jpg

ლიბიის სამხედრო ოპერაციის დაწყებიდან დღემდე, კოალიციურმა ძალებმა ქვეყნის მიმართულებით 3,5 ათასი ფრენა და 1,5 ათასი ავიადარტყმა განახორციელეს. ამის შესახებ ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა.  

“ამ მოქმედებებმა სერიოზულად დააზიანა კადაფის სამხედრო შესაძლებლობები”, - აღნიშნა მინისტრმა. ბრიტანეთის დიპლომატიური უწყების ხელმძღვანელმა თავი აარიდა შეკითხვას, შეიძლება თუ არა რომ კადაფი ნატოს ავიაციის “კანონიერი მიზნით” განპირობებული ავიადარტყმის მსხვერპლი გახდეს.

 

ბრიტანელი მინისტრის თქმით, ლიბიის შეიარაღებული ძალები საფრთხეს წარმოადგენენ ლიბიის მშვიდობიანი მოსახლეობისათვის. ამიტომ კოალიციის თითოეული ვერტმფრენის ჰაერში აფრენა სამართლიანი ქმედებაა და ადამიანების დაცვისკენაა მიმართული.
0

ავტორი: