10:34:19     27-04-2011
ქათამი სოკოთი და მაკარონით
მასალა: ქათმის ფილე – 6 ცალი, შამპინიონი – 500 გრამი, პომიდორი – 4 ცალი, ტკბილი წიწაკა – 2 ცალი, ნიორი – 1 კბილი, გამდნარი კარაქი – 3 სუფრის კოვზი, წითელი, დაფქული წიწაკა და შავი პილპილი, მარილი, კვლიავი, მოხარშული მაკარონი – გემოვნებით.
პომიდორი, სოკო და წიწაკა დავჭრათ, ნიორი – დავნაყოთ. მომზადებული ინგრედიენტები ერთმანეთში ავურიოთ, შევწვათ კარაქში, შემდეგ დავამატოთ დაჭრილი ფილე და შევწვათ.
მოვაყაროთ მარილი, პილპილი და კვლიავი. მომზადებული კერძი თეფშზე მოხარშულ მაკარონთან ერთად მოვათავსოთ.
0