16:42:50     19-05-2017
კრის კორნელმა თავი ჩამოიხრჩო
ამერიკული ჯგუფების Soundgarden-ისა და Audioslave-ის სოლისტისა და კომპოზიტორის კრის კორნელის გარდაცვალების ახალი ვერსია გახდა ცნობილი - მუსიკოსმა თავი ჩამოიხრჩო, მან სიცოცხლე სასტუმროს ნომერში თვითმკვლელობით დაასრულა.
საბოლოო დეტალები კი ცნობილი კვირის ბოლოს გახდება, უცნობია, რა გახდა სუიციდის მიზეზი. თვითმკვლელობამდე რამდენიმე საათით ადრე, კრის კორნელს კონცერტი ჰქონდა. 2002 წელს, კორნელმა Audioslave-თან ერთად სამი ახალი ალბომი გამოუშვა, სოლო კარიერა კი 2009 წლიდან დაიწყო. 2016 წელს კორნელი Audioslave-ს წევრებს შეუერთდა და მათთან ერთად გააპროტესტა დონალდ ტრამპის ინაუგურაცია.
0