„ციანიდის საქმეში დევს დეკანოზ გიორგი მამალაძის ინტიმური ვიდეომასალა“ „ციანიდის საქმეში დევს დეკანოზ გიორგი მამალაძის ინტიმური ვიდეომასალა“ />


  13:27:23     19-05-2017

„ციანიდის საქმეში დევს დეკანოზ გიორგი მამალაძის ინტიმური ვიდეომასალა“

a66540.jpg

ე.წ. ციანიდის საქმის სახელმწიფო ბრალმდებლები სასამართლოსგან პროცესის საჯარო განხილვის დახურვას ითხოვენ. მათი შუამდგომლობით საქმეში დევს პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეო მასალა, რისი გასაჯაროვებაც, შესაძლოა მედიის მხრიდან არასწორად მოხდეს.

„ციანიდის საქმეში დევს დეკანოზ გიორგი მამალაძის ინტიმური ვიდეომასალა, რაც მის პირად ცხოვრებას ეხება, ასევ ეხება მესამე პირს. საქმეში ისეთი დეტალებია, რაც ეწინააღმდეგება სასულიერო პირის ზნეობრივ სტანდარტებს“, - განაცხადა პროკურორმა ვლადიმერ ვექილიანმა.  

ამ წუთებში ე.წ. ციანიდის საქმის არსებითი განხილვა მიმდინარეობს, მხარეები შესავალი სიტყვით წარდგებიან და პარალელურად, დაიწყება მტკიცებულებათა გამოკვლევა. გამოძიება დეკანოზ გიორგი მამალაძეს დამამძიმებელ გარემოებაში, ანგარების მიზნით მკვლელობის მომზადებას ედავება.

0

ავტორი: