„პოლიციამ იარაღი წინასწარ ჩადო, რათა შემდეგ „ეპოვა“ და ევრო მოსამართლეზე ზეწოლა განეხორციელებინა „პოლიციამ იარაღი წინასწარ ჩადო, რათა შემდეგ „ეპოვა“ და ევრო მოსამართლეზე ზეწოლა განეხორციელებინა />


  12:11:33     19-05-2017

„პოლიციამ იარაღი წინასწარ ჩადო, რათა შემდეგ „ეპოვა“ და ევრო მოსამართლეზე ზეწოლა განეხორციელებინა

a66534.jpg

„ყველაფერი ჩემი დის საწინააღმდეგოდ არის გაკეთებული, სავარაუდოდ, ანგარიშსწორებაა“,- ამის შესახებ ჟურნალისტებს სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოს მოსამართლის, ნონა წოწორიას ძმამ ოთარ წოწორიამ განუცხადა. 

ოთარ წოწორიას სახლში, ბათუმში, გუშინ პოლიციამ ჩხრეკა ჩაატარა და ორი რეგისტრირებული სანადირო თოფის გარდა, ერთი პისტოლეტი და ერთიც პნევმატური იარაღი ამოიღო. 

ოთარ წოწორიას განცხადებით, ე.წ. „კისტის თოფი“ და პისტოლეტი საკუჭნაოდან ამოიღეს, რომელიც საცხოვრებელი სახლის გარეთაა და სავარაუდოდ, პოლიციამ წინასწარ ჩადო, რათა შემდეგ „ეპოვა“ და ამით მის დაზე - ნონა წოწორიაზე განეხორციელებინა ზეწოლა.

გასაკვირია რომ პოლიციამ ღია საკუჭნაოში, გაზქურის თავზე, ისეთ ადგილზე „იპოვა“ პისტოლეტი და პნევმატური იარაღი, რომელსაც ოთარ წოწორიას მეუღლე ხშირად იყენებს. 

თუმცა, მან, რატომღაც აქამდე ვერ შენიშნა არარეგისტრირებული პისტოლეტი, ვაზნები და „კისტის თოფი“ გაზქურის თავზე მდებარე უჯრაში... 

„ოთარ წოწორიას ბინის ჩხრეკა ადვოკატის თანდასწრებით, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარდა. ამოღებულია პისტოლეტი და სხვადასხვა კალიბრის ვაზნები“ - ირწმუნებიან შსს-ში.

[I=2] თუმცა, თუ ქართული ოცნების მიერ მოსამართლეებზე განხორციელებული ზეწოლის ფაქტებს (მათ შორის პირადი ხასიათის) გავითვალისწინებთ, გამორიცხული არაა რომ პოლიციას მართლაც წინასწარ ჩაედო უკანონო იარაღი ევროსასამართლოს მოსამართლის, ნონა წოწორიას ძმისათვის, რომელმაც რუსთავი 2-ის საქმეზე, საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის მიერ გამოტანილი გადაწყვეტყილების აღსრულება სხვა მოსამართლეებთან ერთად, უვადოდ შეაჩერა.

ასევე გამორიცხული არაა რომ პოლიციას, უკანონო ქმედება ვანო მერაბიშვილის საქმის გამოც განეხორციელებინა, რომელზეც ევროსასამართლომ გადაწყვეტილება შესაძლოა რამდენიმე კვირაში გამოიტანოს. 

0

ავტორი: