23:31:56     18-05-2017
შსს: ოთარ წოწორიას სახლში ამოღებულია პისტოლეტი და სხვადასხვა კალიბრის ვაზნები
ევროსასამართლოს მოსამართლის, ნონა წოწორიას ძმის სახლში ბათუმში ჩატარებულ ჩხრეკასთან დაკავშირებით შსს კომენტარს აკეთბს:
“ოთარ წოწორიას ბინის ჩხრეკა ადვოკატის თანდასწრებით, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარდა. ამოღებულია პისტოლეტი და სხვადასხვა კალიბრის ვაზნები.“ - განმარტავენ შსს-ში.
უწყების ინფორმაციით, დაინიშნება სხვადასხვა სახის ექსპერტიზები.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლით მიმდინარეობს.