ზალბერის წითელი ხაზები და ქართული დიპლომატიის კრახი ზალბერის წითელი ხაზები და ქართული დიპლომატიის კრახი />


  12:07:42     18-05-2017

ზალბერის წითელი ხაზები და ქართული დიპლომატიის კრახი

a66484.jpg

საქართველოს ხელისუფლებას ამ დრომდე არ მიუღია ეფექტური ზომები გერმანელი დიპლომატის, ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის, ჰელბერტ ზალბერის ოკუპირებულ ცხინვალში გაკეთებული განცხადების გამო. 

ჩვენი ზანტი დიპლომატები არ ჩქარობენ უმაღლეს დონეზე გააპროტესტონ ზალბერის მილოცვა ცხინვალის მარიონეტული რეჟიმის ე.წ. პრეზიდენტისადმი, რომელიც მან მარიონეტ ბიბილოვს პირადად გადასცა. 

[I=2] მეტიც, გერმანელმა დიპლომატმა ცხინვალის მარიონეტულ რეჟიმთან თანამშრომლობის მზადყოფნა გამოთქვა და სულაც არ გაუთვალისწინებია საქართველოს სახელმწიფოებრივი ინტერესები და ის, რომ მისი მავნებლური და დამაზიანებელი განცხადება მკეთრად ეწინააღმდეგება ევროკავშირის ოფიციალურ პოზიციას.

ზალბერის თავხედური განცხადებები საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, პირდაპირი შედეგია იმ საგარეო პოლიტიკისა, რომელსაც დღევანდელი ხელისუფლება აწარმოებს. 

საგარეო უწყება, თავისი რბილი, მოზომილი და უკიდურესად ფრთხილი ნაბიჯების ფონზე, ფაქტობრივად, ეგუება იმ რეალობას, რომელიც ჩვენი ქვეყნის საწინააღმდეგოდ იცვლება. 

საგარეო საქმეთა მინისტრი ჯანელიძე თავს ვერ ართმევს ჩვენი ქვეყნის წინაშე მდგარ ამოცანებს და შედეგად: საქართველოსა და მისი ოკუპირებული რეგიონების საკითხი, დღის წესრიგიდან სულ უფრო და უფრო მეტად ქრება, რასაც ბოლო ფაქტიც ადასტურებს.

[I=3] მიუხედავად ჰელბერტ ზალბერის მიერ მარიონეტული რეჟიმის დემონსტრაციული მხარდაჭერისა, მინისტრებს: მიხეილ ჯანელიძესა და კომფორმისტ ვიქტორ დოლიძეს, რომელმაც თავისი პარტიული შეხედულებები და "კაბელების საქმეზე" დაკავებული მეგობრები რბილ სავარძელში გაცვალა, არც კი მოუთხოვიათ ზალბერის გათავისუფლება ევროკავშირისათვის.
0

ავტორი: