08:40:32     18-05-2017
დონალდ ტრამპმა ქართველ კადეტს დიპლომი გადასცა
დონალდ ტრამპი ახალ ლონდონში ამერიკის სანაპირო დაცვის აკადემიას ესტუმრა. პრეზიდენტი 2017 წლის სასწავლო კურსის გამოსაშვებ ცერემონიას დაესწრო, კადეტებს სიტყვით მიმართა და დიპლომები გადასცა.
ინფორმაციას "ამერიკის ხმის" ქართული რედაქცია ავრცელებს.
აკადემიის ერთ-ერთი კურსდამთავრებულია ქართველი კადეტი - ელდარ (დაჩი) საგანელიძე. ის იმ 6 კადეტს შორისაა, რომლებიც თავიანთ ქვეყნებში დაბრუნდებიან და იქ განაგრძობენ სამხედრო სამსახურს.
ინაუგურაციის შემდეგ ეს პრეზიდენტის პირველი ვიზიტი იყო კონექტიკუტში. არჩევის შემდეგ კი მეორე გამოსაშვები ცერემონია, რომელზეც მან სიტყვა წარმოთქვა.
ამერიკის სანაპირო დაცვის აკადემია ორი წლის წინ პირველმა ქართველმა კადეტმა გიორგი ტალახაძემ დაამთავრა. ამავე წელს ავარიაში ტრაგიკულად დაიღუპნენ აკადემიის ქართველი კურსანტები სოსო მაკარიძე და ბესო გორჯოლაძე. აკადემიამ მაკარიძეს მექანიკურ ინჟინერიაში ბაკალავრის ხარისხი გარდაცვალების შემდეგ მიანიჭა.
0