წალენჯიხის მუნიციპალიტეტის გამგებლის ორმა მოადგილემ თანამდებობა დატოვა წალენჯიხის მუნიციპალიტეტის გამგებლის ორმა მოადგილემ თანამდებობა დატოვა />


  16:57:36     17-05-2017

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის გამგებლის ორმა მოადგილემ თანამდებობა დატოვა

a66469.jpg

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის გამგებლის ორმა მოადგილემ თანამდებობა დატოვა. 

წალენჯიხის გამგებლის ბესიკ ფარცვანიას თქმით, გია ლუკავამ და თენგიზ ფიფიამ თანამდებობა საკუთარი განცხადების საფუძველზე  დატოვეს. მისივე განცხადებით, მან არ იცის უკავშირდება თუ არა მათი გადადგომა ჩხოროწყუში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას.

შეგახსენებთ, ავტოსაგზაო შემთხვევა ჩხოროწყუს რაიონის სოფელ ხაბუმეში რამდენიმე დღის წინ მოხდა. დაიღუპა ერთი ადამიანი. შსს-ში საქმე 276-ე მუხლით არის აღძრული. გავრცელებული ინფორმაციით, მანქანის საჭესთან გია ლუკავა იჯდა. 

0

ავტორი: