10:12:29     16-05-2017
სუს-მა გურჯაანში გამგეობის მთავარი სპეციალისტი დააკავა
დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე გურჯაანში გამგეობის მთავარი სპეციალისტი დააკავეს.
გამოძიების ინფორმაციით, გიორგი მათიაშვილმა სოფელ ახაშენში მდებარე ყოფილი ბიო ლაბორატორიის შენობის რეალურ ფასზე ნაკლებ თანხად შეფასების, შემდგომში აუქციონზე გატანისა და გამარჯვებაში დახმარების სანაცვლოდ, მოქალაქეს 35 ათასი ლარი მოსთხოვა.
უწყების ცნობით, დაკავებულმა მოთხოვნილი თანხის ნაწილი წინასწარ აიღო.
მათიაშვილი სუს-ის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა თანხის გადაცემის დროს დააკავეს.
დაკავებულს ბრალის დამტკიცების შემთხვევაში 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
0