უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლი სამშობლოში ჩამოასვენეს უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლი სამშობლოში ჩამოასვენეს />


  10:01:28     15-05-2017

უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლი სამშობლოში ჩამოასვენეს

a66320.jpg

უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლი დავით სიხარულიძე სამშობლოში ჩამოასვენეს. სიხარულიძე 12 მაისს დონეცკის რეგიონის სოფელ ნოვოლუგანსკოესთან საბრძოლო დავალების შესრულებისას დაიღუპა. 

თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლის ინფორმაციით, დავით სიხარულიძე 1992-93 წლებში აფხაზეთის ომში იბრძოდა. 2008 წელს მონაწილეობდა რუსეთ-საქართველოს ომში, რა დროსაც, ახლობლების ინფორმაციით, მძიმედ დაიჭრა.  

უწყების ცნობით, სიხარულიძე 2010-2014 წლებში კრწანისის სასწავლო ცენტრში, განათლების სარდლობაში მსახურობდა. 2014 წელს მან შეიარაღებული ძალები საკუთარი გადაწყვეტილებით დატოვა და უკრაინაში გაემგზავრა.

დავით სიხარულიძე 2015 წელიდან მოხალისედ „აიდარის" ბატალიონში იბრძოდა. 

თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, სადაც დაღუპული მეომარი ცოტა ხნის წინ ჩამოასვენეს, ოჯახის წევრებთან და ყოფილ თანამებრძოლებთან ერთად, პოლიტიკოსებიც იმყოფებოდნენ. 0

ავტორი: