23:51:07     14-05-2017
ევროპის ჩემპიონი ჭიდაობაში ზურაბ დათუნაშვილი დაჭრეს
ევროპის ჩემპიონი, მოჭიდავე ზურაბ დათუნაშვილი დაჭრილია. ორი დღის წინ თბილისის ერთ-ერთ ღამის კლუბში სპორტსმენს უცნობ პირებთან შელაპარაკება მოუვიდა, რის შემდეგაც მას დანით რამდენიმე ჭრიალობა მიაყენეს.
დათუნაშვილი ახლა არამიანცის საავადმყოფოში მკურნალობს.
შსს-ის ინფორმაციით, გამოძიება სსკ-ს 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.
მოჭიდავე, რომელიც რამდენიმე თვეში მსოფლიო ჩემპიონატზე უნდა წასულიყო, სავარაუდოდ ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო მონაწილეობას ვერ მიიღებს.
0